შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათის გამგებელს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

27 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 28

ბაღდათის გამგებელს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

ბაღდათის გამგეობასთან აქცია გაიმართა.

ბაღდათში ადგილობრივ გამგეობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა ტესტირების ორი ეტაპის გამარჯვებულები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ნეპოტიზმზე საუბრობენ. მათი თქმით, გამგეობაში მხოლოდ გამგებლის ნათესავები და მეგობრები დაასაქმეს.

“პოლიტიკური ნიშნით მითხრეს უარი აქ დასაქმებაზე. როდესაც მივედი და ვიკითხე, თუ რატომ არ მიმიღეს, მიზეზად ის დამისახელეს, რომ გეგეშიძეს ხმა არ მივეცი”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ, მანანა ქოჩიაშვილმა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “მედიატორი” წარმომადგენელი, დავით ლაშქარეიშვილი ამბობს, გამგეობიდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

“მოვუწოდებთ გამგებელს, ნუ გადააქცევს გამგეობას თავისი ნათესავების დასაქმების ბიუროდ. ამ ადამიანების უფლებებს სასამართლოში დავიცავთ”, – განაცხადა ლაშქარეიშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

თეგები: ბაღდათის მუნიციპალიტეტიდავით ლაშქარეიშვილიმანანა ქოჩიაშვილი