ავტოქარხნისა და სულხან-საბას დასახლებებში მშენებარე ბაგა-ბაღები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ვიცე-მერთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. სკოლამდელ დაწესებულებებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შ.პ.ს ,,ჯი-თი-აი 2007“ და ,,გილომარი 2“ აშენებენ.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინასდება. სულხან-საბას დასახლებაში ორსართულიანი ბაღი შენდება და 452 542 ლარი ჯდება. შენობა 2015 წლის მაისში უნდა დასრულდეს.
ავტოქარხანაში მშენებარე ბაღიც ორსართულიანი იქნება, მშენებლობისთვის 494 000 ლარი გამოიყო. შენობა მარტში ჩაბარდება. თითოეული ბაღი 140 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ქუთაისში ორი ახალი ბაღი შენდება
28 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 25
რეგიონალური განვითარების ფონდის მეშვეობით, ქუთაისში, სულხან-საბასა და ავტოქარხნის დასახლებაში, საბავშვო ბაღები შენდება.
თეგები: საბავშვო ბაღი • ქუთაისი • ქუთაისის მერი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები