შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

29 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მობილური ჯგუფების შექმას გეგმავენ.

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას და გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ. მათ შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტში გამართეს. იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დარეჯან სულაქველიძის თქმით, მთავრობამ იპოთეკით დაზარალებულების მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზონ. “სახელმწიფო და თვითმმართველობა არ ფიქრობს იპოთეკით დაზარალებულებისთვის მდგომარეობის შემსუბუქებაზე. როდესაც ასახლებენ, მაშინ ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზონ. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს სახელმწიფოს, ის მაინც გააკეთონ, რომ საკუთარ კერზე შეუწყონ ხელი. რისთვისაა სახელმწიფო და რისთვის ვართ ჩვენ მოქლაქეები? მათ მარტო არჩევნებზე ვჭირდებით”,- განაცხადა დარეჯან სულაქველიძემ. იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მობილური ჯგუფების შექმნას აპირებენ და აცხადებენ , რომ იმ იპოთეკართა სახელები და გვარები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობით სარგებლობენ, ხვალიდან, მთელი ქალაქისთვის იქნება ცნობილი.

თეგები: გამოსახლებადარეჯან სულაქველიძეიპოთეკით დაზარალებულები