შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (+ ვიდეო)

30 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 38

შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (+ ვიდეო)

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ბექა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრის პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ „Apple“-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

თეგები: სამმართველოსქუთაისისშინაგან საქმეთა სამინისტროს