არასრულწლოვანი დიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამტრედიაში 50 წლის მამაკაცი დააკავეს. არასრულწლოვანი ბებიასთან და ბიძასთან ცხოვრობდა, რომელიც ორი წელი ძალადობდა მოზარდზე და სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა, თან ბავშვს ემუქრებოდა, რომ სიმართლე არ გაემჟღავნებინა. გოგონა მეგობარს გამოუტყდა, რის შემდეგ დანაშაულის შესახებ სამართალმდამცველებმა გაიგეს. დაკავებული ერთხელ უკვე არის ნასამართლევი, მას 19 წელი აქვს მოხდილი. ახლა მის წინააღმდეგ საქმე 137-ე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. მეზობლები დაზარალებული გოგონას ფეხმძიმობის შესახებ ეჭვობენ.
სამტრედიაში ბიძა დიშვილის გაუპატიურებისათვის დააკავეს
2 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 73
მოზარდი ბებისთან და ბიძასთან ცხოვრობდა.
თეგები: ბიძა • გაუპატიურება • სამტრედია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები