ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შალვა ნათელაშვილი 17 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

2 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 19

შალვა ნათელაშვილი 17 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

„ლეიბორისტულმა“ პარტიამ ამ მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.

შალვა ნათელაშვილი 17 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, დეპუტატები პარალელურად ბიზნესებს ფლობენ, რაც კანონის დარღვევაა. „ლეიბორისტულმა პარტიამ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ უსუფაშვილს. 17 დეპუტატს, რომლებიც თავის სადეპუტატო მანდატს უკანონოდ უთავსებენ ბიზნეს საქმიანობას, რომელთა ხელშიც აკუმულირებულია 5 მილიარდზე მეტი. კონსტიტუციის 53-ე და 54 -ე მუხლების შესაბამისად, შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. „ლეიბორისტულმა“ პარტიამ დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.

თეგები: პარლამენტიშალვა ნათელაშვილი