ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ომარ ნიშნიანიძე:”ივანიშვილი უნივერსიტეტის ადგილად სწორედ ქუთაისს განიხილავდა”

4 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 19

ომარ ნიშნიანიძე:”ივანიშვილი უნივერსიტეტის ადგილად სწორედ  ქუთაისს განიხილავდა”

ნიშნიანიძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილმა მოპარა.

დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ნიშნიანიძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილმა მოპარა. მისივე განცხადებით, ივანიშვილი უნივერსიტეტის ადგილად სწორედ ქუთაისს განიხილავდა.
“საქართველოში არსებობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც თვლის, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში უნდა დაფუძნდეს. სამწუხაროდ, ქუთაისს არ შერჩა არავითარი ფუნქცია. ამჟამად ის საპარლამენტო ქალაქის ფუნქციასაც ემშვიდობება. არსებობს უამრავი არგუმენტი, რომელიც ასეთი უნივერსიტეტის ქუითაისში განთავსების სასარგებლოდ მეტყველებს. ეს არგუმენტები გამომდინარეობს ქვეყნის თანაბარსივრცულად განვითარებისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიიდან. ქუთაისში არის მშვიდი, მყუდრო სასწავლო გარემო, სატრანსპორტო სიახლოვე, არსებობს ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზა, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მიღწევები”, – განაცხადა ნიშნიანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თეგები: პარლამენტიუნივერსიტეტიქუთაისი