ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, მამფორიების ოჯახში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ისინი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაღებულია თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით და ოქროს ნივთები. ერთ-ერთი თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. “ნიღბებით იყვნენ, რაც იშოვე საზამთროში მოგვცეციო, ხარი მყავდა კიდევ გაყიდული. რაც მქონდა მივეცი. 2510 ლარი და 1800 დოლარი მქონდა”,- ამბობს დაზარალებული, კახა მამფორია. ოჯახის დიასახლისის, ხათუნა გზირიშვილის თქმით, ნიღბიანი პირები 20 ათას ლარს ითხოვდენენ, რაც ეგონათ, რომ საზამთროს რეალიზაციის შედეგად მიიღეს, რადგან ეს თანხა ვერ იპოვეს, წამებით შეეცადნენ მიზნის მიღწევას. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ნიღბიანმა პირებმა ვანის რაიონში მამფორიების ოჯახის წევრები აწამეს
5 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 117
წაღებულია 5 ათასი ლარის ოდენობით თანხა და ოქროს ნივთები.
თეგები: ვანი • ყაჩაღობა • შუამთა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები