შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ადვოკატთა ასოციაციას თავისი კანდიდატურა ეყოლება

3 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 30

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ადვოკატთა ასოციაციას თავისი კანდიდატურა ეყოლება

ზაქარია ქუცნაშვილი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს მოექცევა პროკურატურის გავლენის ქვეშ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს თავის კანდიდატურას წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს. მისი განცხადებით, კანდიდატურის ვინაობას, ის ამ კვირაში დაასახელებს.

“ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელ საბჭოსთან კონსულტაციით შევჯერდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე. ეს ადამიანი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მთავარი რაც არის, ის არის პრინციპული და არასდროს არ მოიქცევა პროკურორების გავლენის ქვეშ. მის ვინაობას მიმდინარე კვირაში დავასახელებთ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილი წინააღმდეგია აღნიშნული თანამდებობა პოლიტიკასთნ დაკავშირებულმა პირმა დაიაკვოს. “თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, ადვოკატთა ასოციაცია ისურვებდა, რომ ეს ადამიანი იყოს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი და არასდროს მოექცევა პროკურატურის გავლენის ქვეშ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

საზოგადოებას და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კანდიდატურის წარდგენა 9 თებერვლამდე შეუძლიათ.

წყარო: gurianews.ge

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციაზაზა ხატიაშვილიუზენაესი სასამართლო