შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი ჭიქაბერიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გახდა

4 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 65

გიორგი ჭიქაბერიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გახდა

აღნიშნულ თანამდებობაზე ჭიქაბერიძე პარლამენტმა 98 ხმით დაამტკიცა.

“მადლობა საქართველოს პარლამენტს, ასეთი მაღალი ნდობის გამოცხადებისათვის, მადლობა ქვეყნის პრეზიდენტს ჩემი კანდიდატურის დასახელებისათვის, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვიქნები ობიექტური წარმომადგენელი”, -განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ “ნიუპრესთან” საუბარში. დღეს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძის კანდიდატურა დაამტკიცა. ჭიქაბერიძე აქამდე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე მათან ერთად და ნათია ჯიქიას კანდიდატურა განიხილებოდა. მათი კანდიდატურები ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა.

თეგები: გიორგი მარგველაშვილიგიორგი ჭიქაბერიძეცესკო