ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში ბალნეოპარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

6 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 19

წყალტუბოში ბალნეოპარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს  უახლოვდება

მიმდინარეობს N2 სააბაზანოს მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში პაციენტების მომსახურებას N1 და N6 აბაზანების პარალელურად უზრუნველყოფს.

წყალტუბოში ბალნეოპარკის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მცირე ზომის ნაგებობების, მინი გოლფის მოედნის, დასასვენებლი სკვერების, ხიდების, სადრენაჟე და განათების ქსელის მოწყობასთან ერთად გრძელდება ბილიკების მოპირკეთებისა და ძელსკამების დადგმის სამუშაოები. მიმდინარეობს N2 სააბაზანოს მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში პაციენტების მომსახურებას N 1 და N6 აბაზანების პარალელურად უზრუნველყოფს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, მაისის ბოლოსათვის დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (50 მილიონი ლარი) გრძელდება დაწყებული პროექტები (ყოფილი რკინიგზის სადგურის, საკონცერტო დარბაზ,,ივერიის’’, გამგეობისა და საკრებულოს შენობების რეაბილიტაცია).

თეგები: ბალნეოლოგიური პარკიმშენებლობაწყალტუბო