ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პოპული” იხურება – სუპერმარკეტების ქსელი ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიამ შეისყიდა?

12 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 19

“პოპული” იხურება – სუპერმარკეტების ქსელი ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიამ შეისყიდა?

ქსელის დახურვის მიზეზად “პოპულის” გაკოტრება სახელდება.

ქუთაისში, სუპერმარკეტების ქსელი “პოპული” იხურება, რომელიც newpress.ge-ის ინფორმაციით, კომპანია “ფუდლაინჯორჯიამ” შეისყიდა. აღნიშნულ კომპანიაში კი პარლამენტის დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მეუღლის, შალვა ბებოშვილის ინტერესებია.

ქუთაისში “პოპულის” შენობაზე გაკრული წარწერის მიხედვით, ოფიციალურად, მაღაზია მიმდინარე აღწერის გამო, დროებით დაკეტილია. თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “პოპული” არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იხურება. ქსელის დახურვის მიზეზად “პოპულის” გაკოტრება სახელდება.

newpress-ის ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელ “პოპულის” ახალი მესაკუთრის “ფუდნალინჯორჯიას” მიერ სავაჭრო ცენტრს პროფილი შეუნარჩუნდება, თუმცა ის ფუნქციონირებას სხვა სახელწოდებით გააგრძელებს.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

თეგები: Chat Newsირინა იმერლიშვილიპოპულიფუდლაინჯორჯია