შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

6 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23

ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლის განჩინებას გაეცნენ.

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ცააძისა და ყოფილი სპეცრაზმელების ადვოკატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლის განჩინებას გაეცნენ. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში შესატანი სარჩელის მომზადებას იწყებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ცააძე და სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები 2006 წელს თბილისის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდის მკვლელობაში არიან ბრალდებული. სასამართლომ მათ პატიმრობა ორი დღის წინ შეუფარდა.

თეგები: ვაზაგაშვილისასამართლოსპეცრაზმელები