შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჰუმანიტარული ტვირთი სოციალურად დაუცველებს გადაეცათ

6 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ჰუმანიტარული  ტვირთი სოციალურად დაუცველებს გადაეცათ

სპეციალური ელექტროსაწოლები ქუთაისის მერმა საფიჩხიისა და ქალაქმუზეუმის მაჟორიტარებთან ერთად დაარიგა.

ჰოლანდიიდან ქუთაისში გადმოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაბინავებულია. სპეციალური ელექტროსაწოლები ქუთაისის მერმა საფიჩხიისა და ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარებთან ერთად დაარიგა. შოთა მურღულიას თქმით, ჰუმანიტარული ტვირთი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ, რომელთაც უჭირთ და ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ყავთ.

„ჩვენ წინასწარ შევისწავლეთ მათი საჭიროება. ვფიქრობთ, ეს საწოლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამინებს პირობებს შეუმსუბუქებს”,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ჰუმანიტარული ტვირთი ქუთაისში ორგანიზაციამ „გული საქართველოსთვის“ გადმოაგზავანა. ორგანიზაცია ჰოლანდიაში 2005 წელს დაარსდა. მას მამუკა თოდრია ხელმძღვანელობს. “გული საქართველოსთვის” ქუთაისის გარდა, ამ დრომდე სოფელ ტოლებში არსებულ სკოლას ინვენტარითა და სკოლისათვის საჭრო რესურსით, სამტრედიაში უნარშეზღუდულ ადამიანებს და სამედიცინო დაწესებულებებს და სამტრედიაში მყოფ იძულებით გადასახლებულ პირებს დაეხმარა.

თეგები: გული საქართველოსთვისმამუკა თოდრიაშოთა მურღულია