შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

7 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 24

ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

გიორგი ბერუაშვილი წარსულში ნასამართლევმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა.

ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი, გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. გიორგი ბერუაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს.

გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა.

ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის, გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას.

შსს-ს ცნობით, ძებნილი შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თეგები: გიორგი ბერუაშვილიპოლიციელი გარდაიცვალაშალვა აბულაძე