ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ქუთაისი 2010″-მა “ოლიმპი” დაამარცხა

6 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 26

„ქუთაისი 2010″-მა “ოლიმპი” დაამარცხა

ქუთაისში, კალათბურთში სუპერლიგის მეორე წრის საწყისი შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა „ქუთაისი 2010“ დედაქალაქის გუნდს „ოლიმპი“ უმასპინძლა და ანგარიშით 83:76 დაამარცხა. სუპერლიგის მეორე წრის საწყისი შეხვედრა საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. პირველი ათი წუთის განმავლობაში სტუმრებმა 5 ქულით დაწინაურება მოახერხეს, მეორე მეოთხედი თანაბარი გამოდგა. კრიტიკულ მომენტში ზუსტი 3-ქულიანი სროლით თავი დავით ბარბაქაძემ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. „ქუთაისი 2010“- ის ახალწვეულის, სლოვენიელი ლეგიონერის მირზა სარაილიას მიერ ზედიზედ ექვსჯერ ნასროლი საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა.

ქუთაისური გუნდის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები დავით ბარბაქაძე (18 ქულა), მირზა სარაილია (16) და ზაურ ფაშაევი (12) აღმოჩნდნენ.

თეგები: კალათბურთისუპერ ლიგაქუთაისი