ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს(+video)

9 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია, გიგა გელხვიიძე • 22

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს(+video)

ნანა გიგლემიანის ახლობლები საქმის დროულად გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემინის ახლობლემა გზა გადაკეტეს. ისინი მკველელის დაკავებას და იმ ვიდეო ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ, რომელმაც მომხდარი ფაქტი დააფიქსირა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე ექპერტიზა არ ჩატარებულა. დაკავებული პიროვნება კი უდანაშაულოა. გარდაცლილის ახლობლების თქმით, ნამდვილი მკვლელი პოლიციელის მეუღლეა და მას ხელს აფარებენ: “ნაცრისფერი ჯიპით იყო ქალი, პოლიციელის მეუღლე არისო. ხელს აფარებენ და უდანაშაულო ადამიანი ყავთ დაჭერილი. კვალი წაშალეს და გადარეცხეს სანამ ექსპერტიზა ჩატარდებოდა “, – ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა ნაზი გიგლემიანი.

მკვლელის დასჯას ითხოვს გარდაცვლილის დედა: ” ჩემი ერთადერთი შვილი 7-8 წელი არ მყავდა ნანახი. უდანაშაულო ადამიანი ყავთ ციხეში, ის გაუშვან და ნამდვილი მკვლელი დაიჭირონ”, – აცხადებს გადაცვლილის დედა რუსუდან ნანავა.

აქციაზე პოლიცილებიც გამოჩნდენ რასაც ახლობლებთან დაპირისპირება მოჰყვა.

დაღუპული გოგონას ნათესავები საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან.

19 წლის ნანა გიგლემიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

თეგები: ავარიააქციანანა გიგლემიანი