ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პრემიები პატრიარქის ნაკურთხია”(VIDEO)

10 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 22

“პრემიები პატრიარქის ნაკურთხია”(VIDEO)

ამის შესახებ გურჯაანის საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს.

გურჯაანის საკრებულოში პრემიების თემა წმინდათა წმინდა საკითხია, საკრებულოს ,,ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, პრემიები საქართველოს პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი და ამ თემით აპელირება არ შეიძლება.
საკრებულოს წევრის ზურაბ სეფიაშვილის თხოვნას, რომ მიეღო განმარტება რატომ დაიხარჯა წინასაახალწლოდ მხოლოდ 10 500 ლარი სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად და 193 400 ლარი პრემიებზე, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრების აგრესია მოჰყვა. „პრემიების თემით აპელირება არ შეიძლება. პრემიები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. თვით პატრიარქის მიერ არის ნაკურთხი“, – განაცხადა ლევან ხაზიურმა. „პრემია ილია მეორის კურთხევით არის“ – აღნიშნა ზაქარია ქაჩლიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

თეგები: გურჯაანიპატრიარქიპრემიები