ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს, რომლის თანახმად სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით პოროშენკო განცხადებას დღეს გააკეთებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ბრიფინგზე სააკაშვილიც დაესწრება.
სააკაშვილი პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა?
11 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 32
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სააკაშვილი ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამოვა.
თეგები: მიხეილ სააკაშვილი • პეტრო პოროშენკო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები