ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“დაიჭირეთ მკვლელი”- 19 წლის ნინო გიგლემიანის ოჯახი აქციების შეწყევტას არ აპირებს (VIDEO)

12 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 20

“დაიჭირეთ მკვლელი”- 19 წლის ნინო გიგლემიანის ოჯახი აქციების შეწყევტას არ აპირებს (VIDEO)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ნანა გიგლემიანის მკვლელი ამ დრომდე იმალება.

“დაიჭირეთ მკვლელი”, “აღდგეს სამართალი”, “პატივი ეცით გარდაცვლილის ხსოვნას”, ამ მოთხოვნებით, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ჯერ სასტუმრო “თბილისის” მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

აქციაზე შეკრებილები ქალაქის მერთან, შოთა მურღულიას შეხვედრასაც ითხოვდნენ. მათი თქმით, ეს მისი მოვალეობაა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

ოჯახის წევრები აქციების შეწყვეტას მანამ არ პირებენ, სანამ მკვლელს არ დააკევებენ. როგორც თავად აცხადებენ, ისინი აქციებს ჯერ მერიასთან, შემდეგ კი პარლამენტთან გამართავენ. მათი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი ვინმე “წყალტუბოელი გულოა”, რომელსაც პოლიცია მფარველობს.

თეგები: ნინო გიგლემიანიპოლიციაქუთაისი