ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის რეგიონისთვის 44 მილიონი ლარი გამოიყო

13 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 35

იმერეთის რეგიონისთვის  44 მილიონი ლარი გამოიყო

გუბერნიაში გამართულ შეხვედრას ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ესწრებოდა.

ცენტრალური ბიუჯეტიდან იმერეთის რეგიონისთვის 44 მილიონი ლარი გამოიყო, ამის შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მინდია ღლონტმა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებთან ერთად, შესყიდვებისა და სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ზაზა მეფარიშვილის თქმით, პროექტების განვითარებიდან შესრულდა ყველა პროექტი, მაგრამ ხარისხი არც თუ ისე კარგია. „2014 ში იმერეთის რეგიონმა “პროექტების განვითარებიდან” შეასრულა ყველა პროექტი, მაგრამ რომ ვიყოთ კრიტიკულები ჩვენ თავთან, სამწუხაროდ ვერ მივიღეთ სათანადო შედეგები. იმერეთის რეგიონი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კარგ დაფინანასებას იღებს, ჯამში, ეს არის 44 მილიონი ლარი. სეგმენტურად, ქუთაისმა 15 მილიონი ლარი ბიუჯეტშიც ასახა. პროექტირებაზე ქუთაისი თვითონ იხდის თანხებს ბიუჯეტიდან, თვითონ ამზადებს პროექტებს, რაც მას აძლევს საშუალებას დაიწყოს სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება“, – განაცხადა ზაზა მეფრიშვილმა.

ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ტენდერი დაახლოებით 7 მილიონ ლარზეა გამოცხადებული და სამუშაოები მარტიდან დაიწყება.

თეგები: გუბერნიაზაზა მეფარიშვილიინფრასტრუქტურა