ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 82 წლისაა

13 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 29

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 82 წლისაა

სასწავლებელში იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 82 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში პროფესორ ომარ ლანჩავას საჯარო ლექცია -,,ქუთაისი ურბანისტული პროცესების გარიჟრაჟზე’’ გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში გამოფენა გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიას ასახავდა. მოეწყო კალიგრაფიულ ნაშრომთა გამოფენა. ღონისძიებები პოეზიის საღამომ დაასრულა, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები წაიკითხეს.

თეგები: აწსუიუბილექუთაისი