„ქუთაისი 2010“ „ბათუმთან“ დამარცხდა სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩი ქუთაისურმა გუნდმა ანგარიშით 91:97 დაასრულა. თამაში მასპინძლებისთვის მძიმე გამოდგა. ბათუმლები უფრო მობილიზებულები გამოვიდნენ. მასპინძლებისგან განსხვავებით, სტუმრებმა სწრაფი შეტევებიდან დაწყებული და ზუსტი სროლებით დამთავრებული ყველაფერი ზუსტად შეასრულეს. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 19:18 მოიგეს და შემდეგ უპირატესობა – 46:36 გაზარდეს. მე-3 ათი წუთის მიწურულს ქუთაისელებმა სხვაობა მინიმუმამადე შეამცირეს – 60:61, თუმცა მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ მეტოქესთან 6 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
შეხვედრის გმირი ბათუმელთა ამერიკელი ლეგიონერი ბობ ჯინ იანგი გახდა, რომელმაც თავის გუნდს 37 ქულა მოუტანა.
„ქუთაისი 2010“ ყველაზე შედეგიანები მირზა სარაილია (23 ქულით) და ზაურ ფაშაევი (21 ქულით) აღმოჩნდნენ.
გუნდს მიღებული ტრავმის გამო გიორგი ბარბაქაძე აკლდა. მომდევნო თამაშს „ქუთაის 2010“ 20 თებერვალს „რუსთავთან“ გამართავს.
„ქუთაისი 2010“ „ბათუმთან“ დამარცხდა
14 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 22
სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩი ქუთაისურმა გუნდმა ანგარიშით 91:97 დაასრულა.
თეგები: კალათბურთი • ქუთაისი • ქუთაისი 2010
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები