ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საზეიმო მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის

14 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 18

საზეიმო მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის

ქუთაისში „სიყვარულის დღესთან“ დაკავშირებით ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„სიყვარულის დღესთან“ დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივმა მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყო. ააიპ კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ 100 მდე ბავშვს სპეციალური პროგრამა შესთავაზა. ისინი ქუთაისის სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები არიან. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადსცეს. კონცერტს ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო. „სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციული სახე აქვს და უკვე მესამე წელია იმართება.

თეგები: სიყვარულის დღექუთაისიშშმ ბავშვები