შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

15 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 22

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდია განსაზღვრული.

საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მქონე პირებს აქვთ.

ელექტრონული განაცხადის შევსება ვებგვერდზე : www.directors.mes.gov.ge. 16 თებერვალს დაიწყება და 19 თებერვლამდე გასტანს. რეგისტრაციის ბმული 16 თებერვალს, 10:00 საათზე გაიხსნება.

კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთანავე, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა.

თეგები: განათლების სამინისტროდირექტორთა კონკურსი