ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

17 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23

ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

შეზღუდვები ინტესიურმა თოვამ გამოიწვია.

ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36 -კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თეგები: თოვლიტყიბულიქუთაისი