შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2015 წლის ბოლოსთვის “ენგურჰესის” სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება

17 თებერვალი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 33

2015 წლის ბოლოსთვის “ენგურჰესის” სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება

კალაძის განმარტებით, მის უწყებას ჰესის რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც წლის ბოლოს განხორციელდება.

2015 წლის ბოლოსთვის “ენგურჰესის” სარეაბილატაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, მის უწყებას ჰესის რეაბილიტაციის კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის განხორციელებაც წლის ბოლოსთვის დაიწყება.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, პროექტები ამ სადგურის აგრეგატების რეაბილიტაციის და ამას ვიწყებთ 2015 წლის ბოლოსთვის. მოგვიწევს გარკვეული დროის განმავლობაში სადგურის გაჩერება, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნას ჩატარებული”, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სხვა ჰიდროელექტროსადგურებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ისინი პრივატიზებულია და არის კერძო ბიზნესის ხელში. შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ია, ხოლო წლიური საპროექტო გამომუშავება – 4,3 მლრდ კვტ.სთ.

ენგურჰესმა 1978 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გამოიმუშავა 100 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია.

თეგები: ენგურჰესიენერგეტიკაკახი კალაძე