ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 34

მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს

საქმეების გადახედვის მოთხოვნით პატიმრები უკვე 23-ე დღეა შიმშილობენ.

,,გამოავლინეთ სამართალი, კანონი და ჰუმანიზმი უვადოთა მიმართ”, ,,არა უვადოების დისკრიმინაციას, შეახეთ 1/4″-ამ მოთხოვნებით უვადოსასჯელმისჯილი პატიმრების ოჯახის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უვადო პატიმრებისთვის სასჯელის 1/4-ით შემცირებაა. მომიტინგეთა განცხადებით, პატიმრები უკვე 25 დღეა შიმშილობენ ციხეებში და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მიუხედავად ამისა, მათთან არც სახალხო დამცველი და არც ხელისუფლების წარმომადგენელი მისულა. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, აღნიშნულ აქციას გაფრთხილების სახე აქვს და ამით ისინი მოუწოდებენ მთავრობას, წინა ხელიუსუფლების შეცდომები არ გაიმეორონ.
,,დღევანდელი აქციის მიზანია, შევახსენოთ მთავრობას ის დანაპირები რაც უვადოპატიმრობის ქვეშ მყოფ პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს მისცა, ეს მათი საქმეების გადახედვაში მდგომარეობდა. წინა ხელისუფლება სწორედ პატიმრების თემამ იმსხვერპლა და ვაფრთხილებთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ იგივე გზა არ გაიაროს”, – აცხადებს ბაკურიძე.

თეგები: თამაზ ბაკურიძეპარლამენტიპატიმრები