შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს

18 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 27

ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს

სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისას ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ საჩუქრად წიგნები გადასცა. იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და გამგებელი რობიზონ გვენეტაძე პედაგოგებს შეხვდნენ და მათ არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდნენ. მხარეთა ჩართულობით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე კი ჯვარისას სკოლას ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საოფისე ინვენტარი გადაეცა. სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება და ჯვარისას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება. აღნიშნულისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 330 000 ლარამდე გამოყო, განახლებულ სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება.

თეგები: დამწვარი სკოლაზაზა მეფარიშვილისოფელი ჯვარისა