ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს სკოლებში პროგრამა „კინო სკოლაში“ ამუშავდება

15 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 23

საქართველოს სკოლებში პროგრამა „კინო სკოლაში“ ამუშავდება

სპეციალისტები რომლებიც პროექტში „კინო სკოლაში“ჩაერთვებიან კონკურსის გზით შეირჩევიან.

მომავალი წლიდან საქართველოს 60-მდე სკოლაში პროგრამა „კინო სკოლაში“ ამუშავდება. პროექტის ინიციატორი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრია, რომლის პარტნიორებიც საქართველოს განათლების სამინისტრო და PH International-ი არიან. როგორც კინემატრგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ პროგრამის მიზანს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კინოგანათლების შეტანა წარმოადგენს.

„მოგეხსენებათ ბევრ რეგიონში არ არის კინოთეატრი, ტელევიზორებშიც ნაკლებად ჩანს კინოკლასიკა. კინოგანათლებაზე არავინ ზრუნავს, ეს სეგმენტი იგნორირებულია. ამიტომ კინოცენტრმა გადაწყვოტა ამისთვის ყურადღება მიექცია. “კინო სკოლაში” იდეის რეალიზაციას წინ 6 თვიანი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. გვქონდა კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან და PH International-თან”, – აღნიშნავს „კინო სკოლაში“ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, კინომცოდნე თეა გაბიძაშვილი.

სპეციალისტები ვინც ამ პროექტში ჩაერთვებიან კონკურსის გზით შეირჩევიან. მათ უფროსკლასელებისთვის ქართული და მსოფლიო კინოს საეტაპო ფილმების ჩვენება და ჩვენების შემდგომი დისკუსიების წარმართვა მოუწევთ.

პროგრამის ფარგლებში საჩვენებელი ფილმების სიაში 48 ფილმია შესული. ამათ გარდა ბოლო პერიოდში გადაღებული 8 ქართული ფილმიც, რომელთა ჩვენებაც სასურველი იქნება შემოქმედებით ჯგუფთან ერთად.

პროექტი დაიწყება 2014 წლის მარტში, დასრულდება 2014 წლის დეკემბერში და 6 თვეს გასტანს.

ეროვნულ კინოცენტრში კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება 15 იანვრამდე გაგრძელდება.

თეგები: ეროვნული კინოცენტრიკინო სკოლაშიკონკურსიკონკურსი / ანონსი