შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებს სირცხვილის დერეფანი მოუწყევს

19 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 31

იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებს სირცხვილის დერეფანი მოუწყევს

უცვლელი მოთხოვნებით იპოთეკით დაზარალებულთა პერმანენტული აქციები გრძელდება.

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქციები ყოველდღიურად იმართება. დღეს გამარულ აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებს სირცხვილი დერეფანი მოუწყვეს. აქციაზე შეკრებულთა მოთხოვნები უცვლელია: დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები და გამოსახლების შეჩერება. იმერეთის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დარეჯან სულაქველიძის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და აქციებს განაგრძობენ: ,,იგივე გვაქვს მოთხოვნები, უკვე მეორე დღეა პარლამენტის წინ ვდაგავართ, გუშინ გზა გადავკეტეთ, დღეს სირცხვილის კორიდორი მოვუწყვეთ ჩვენს პარლამენტარებს, რათა იგრძნონ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულება და მოგვხედონ. ნუ შეუწყობენ ხელს საქართველოში ქართველების გამოსახლებას”, – განაცხადა სულაქველიძემ. აქციის მონაწილეების გვერდით არის პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, რომელიც აცხადებს, რომ ბოლომდე დაუდგება გვერდით ამ ხალხს, რადგანაც ისინი ხელისუფლებამ მოატყუა.

თეგები: გოგი წულაიაიპოთეკარებისაქართველოს პარლამენტი