კიევში დაგეგმილ “ღირსების მარშში” საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი კიევს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 22 თებერვალს ეწვევა.
“გიორგი მარგველაშვილი “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. კიევში ღონისძიებები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პრეზიდენტი კიევს 22 თებერვალს ეწვევა
20 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 30
გიორგი მარგველაშვილი “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას
თეგები: გიორგი მარგველაშვილი • კიევი • პეტრო პოროშენკო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები