შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“რუსთავი2”-ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

21 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 115

“რუსთავი2”-ის თანამშრომელს თავს  დაესხნენ

ნიღბიანებმა ტელევიზიის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნივთები წაართვეს.

რუსთავი2″-ის თანამშრომელს თავს ნიღბიანები დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელებმა ტელევიზიის თანამშრომელებს ნივთები წაართვეს.

ყაჩაღობა ოპერასთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნოხდა. ორი ნიღბიანი თავს ნატა იონათამიშვილს დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა “იქს ფაქტორისა” და “ნიჭიერის” შემოქმედებითი ჯგუფის წევრი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მას თავს სადარბაზოში დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხოფა მიეყენეს, ჩანთა და ოქროს საყურე წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოკვლევა პოლიციის მთაწმინდის განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს და დაზარალებულს განყოფილებაში გვიან ღამემდე კითხავდნენ.

თეგები: რუსთავი 2ტელევიზიაყაჩაღობა