ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალი გუბერნატორი თავის პოსტზე ხვალ გამოცხადდება

23 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 26

ახალი გუბერნატორი თავის პოსტზე ხვალ გამოცხადდება

პრემიერ-მინისტრმა იმერეთის გუბერნატორის პოსტზე ვაკის ყოფილი გამგებელი წარდგინა.

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშივილმა გივი ჭიჭინაძე წარადგინა. ჭიჭინაძე ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგებელი იყო. “გუშინ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგვმართა გადადგომის მოთხოვნით. მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა. ეს გახლავთ გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამჟამად არის ვაკის რაიონის გამგებელი. თუ არ გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ” – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მეფარიშვილს ორწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც გუბერნატორის პრესსამსახურიდან “ნიუპრესს” აცნობეს, ახალი გუბერნატორი თავის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

თეგები: გივი ჭიჭნაძეზაზა მეფარიშვილიირაკლი ღარიბაშვილი