,,მედიქალსითის“, ,,ახალი მზერას“ ინიციატივით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს.
სამედიცინო აქციის მიმდინარე პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი ლაშა გვენეტაძე დაესწრნენ.
,,სოციალური ფონიდან გამომდინარე ძალიან კარგი ინიციატივაა, მოსახლეობას საშუალება ეძლევა ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროს. ჩვენ არაერთი ასეთი სახის სამედიცინო აქცია დავგეგმეთ ქუთაისში, სხვადასხვა კლინიკები დაგვეხმარა.ზოგადად პროგრამა, რომელშიც ხალხი ერთვება და მათ აინტერესებთ ძალიან კარგია“-აღნიშნა შოთა მურღულიამ. საქველმოქმედო აქცია სულხან-საბას ტერიტორიულ ორგანოში დაიწყო და 16 დღის მანძილზე ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება
23 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 23
საქველმოქმედო აქცია სულხან-საბას ტერიტორიულ ორგანოში დაიწყო.
თეგები: გამოკვლევები • ექიმები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები