შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი ღავთაძე ისევ წერეთლის უნივერსიტეტის რექტორია

23 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 30

გიორგი ღავთაძე ისევ წერეთლის უნივერსიტეტის რექტორია

აკადემურმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი ახლახანს დაუჭირა.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის ხელმძღვანლად ისე გიორგი ღავთაძე აირჩია. 14 ხმით იგი ისევ რექტორის თანამდებობაზე რჩება. გიორგი ღავთაძესთან ერთად სასწავლებლის რექტორობისათვის 2 კანდიდატი იბრძოდა. ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა და უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, გიორგი ონიანმა არჩევნებში რექტორობისათვის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს. უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს 12 საათზე დაიწყო. ჯერჯერობით, უცნობია გაპროტესტებენ თუ არა კანდიდატები არჩენების შედეგებს.

თეგები: აწსურექტორის არჩევნებიღავთაძე