ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ იწყება

24 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 29

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ იწყება

რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია იწყება. მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან. ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური. 2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა – A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს. A, B და C – ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ იწყება და 17 მარტს დასრულდება.

თეგები: გამოცდებიეროვნული ცენტრისამაგისტრო გამოცდები