შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მარინა დახუნდარიძე: ,,მურღულიამ მომიგზავნა ნინო ნაცვლიშვილი”

25 თებერვალი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 27

მარინა დახუნდარიძე: ,,მურღულიამ მომიგზავნა ნინო ნაცვლიშვილი”

ქალაქის მერიის წინ მრავალშვილიანი დედები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მრავალშვილიანი დედა მარინა დახუდარიძე უკვე მეორე დღეა მერიის წინ აქციას მართავს. დახუნდარიძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას დაპირებულ სამსახურს თხოვს. დახუნდარიძის თქმით, შიმშილობის აქცია, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ მართავდა, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქალაქის მერმა მასთან მრავალშვილიანი დედა ნინო ნაცვლიშვილი მიაგზავნა და სამსახურს დაპირდა. ,,ქალაქის მერმა მომიგზავნა ნინო ნაცვლიშვილი და მითხრა, გამეკეთებინა განცხადება ტელევიზიებთან, რომ ქუთაისის მერმა დამასაქმა დასუფთავების სამსახურში. გავაკეთე ეს განცხადება და შევწყვიტე შიმშილობა, თუმცა სამსახური არსად ჩანს. დაურეკე დღეს ნაცვლიშვილს და ვუთხარი, რომ მე არავის დავუსაქმებივარ და ისევ უმუშევარი ვზივარ. ვინაიდან შენ დამპირდი, რომ აღნიშნულ საკითხს ყურადღებას მიაქცევდი, კითხე მურღულიას რა ხდება და რატომ არ დამასაქმა“, – განაცხადა დახუნდარიძემ.

დახუნდარიძის ამ სიტყვებს ნაცვლიშვილის გაწიწმატება და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა, მისი განცხადებით, დახუნდარიძის პროტესტის მიზეზი დაკარგული პრივილეგიებია, რომელიც მას წლების განმავლობაში ქონდა მინიჭებული: ,,არავის მივცემ მერის წინააღმდეგ პლაკატების გამოფენის საშუალებას, დახუნდარიძის პროტესტის მიზეზი ის არის, რომ შოთა მურღულიამ მრავალშვილიანი დედები თანაბარ მდგოამრეობაში ჩააყენა და მან მერიის მიერ მინიჭებული პრივილეგიები დაკარგა”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თეგები: მარინა დახუნდარიძენინო ნაცვლიშვილიშოთა მურღულია