ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წულაია საბიუჯეტო სამსახურებში ხელფასის გაუცემლობას აპროტესტებს

26 თებერვალი, 2015 • ანა ჯიქია • 28

წულაია საბიუჯეტო სამსახურებში ხელფასის გაუცემლობას აპროტესტებს

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხელფასების გაუცემლობის შემთხვევაში მერიის წინ აქციების გამართვით იმუქრება.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საჯარო სამსახურში ხელფასის გაუცემლობას აპროტესტებს. მისი თქმით, მაშინ როცა მერიასა და საკრებულოში ხელფასები გაცემულია და ბაღებსა და ბიბლიოთეკებში კი, არა, ეს არასწორი მიდომაა. “ნორმალურ ქვეყანაში წესით საჯარო დაწესებულების თანამშრომლები წკეპლას მოსცხებდნენ უკანალზე მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს და ისე გამოყრიდნენ შენობიდან. დაიმახსოვრონ ამათი სახელი და გვარი და არჩევნების დროს რომ მიადგებიან ცრემლიანი თვალებით, ხმა მომეციო მაშინ გასცენ საკადრისი პასუხი”,- განაცხადა გოგი წულაიამ. ხელფასების გაუცემლობის შემხვევაში, წულაია მერიის წინ აქციების გამართვით იმუქრება. საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ დროისათვის ერთი თვის ხელფასი აქვთ აუღებელი.

თეგები: მერიაწულაიახელფასები