ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

28 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 29

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

ოპოზიიციის მოთხოვნით დანიშნული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. ქვორუმის არარსებობის გამო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე პარლამენტმა მსჯელობის დაწყება ვერ მოახერხა. ოპოზიიციის მოთხოვნით დანიშნული სხდომის ჩასატარებლად რეგისტრაცია დეპუტატებმა სამჯერ გაიარეს, თუმცა ქვორუმის შეკრება მაინც ვერ მოხერხდა. უმრავლესობამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პირველი რეგისტრაციისას სხდომაზე უმრავლესობიდან მხოლოდ სამი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ლირთქიფანიძე და დიმიტრი ხუნდაძე იყვნენ გამოცხადდნენ, მომდევნო რეგისტრაციებისას კი აღარ გამოჩენილან. სხდომის ჩაშლის შემდეგ პარლამენტს სხდომათა დარბაზში უმცირესობის სხდომა დაიწყო.

თეგები: ლარის კურსიპარლამენტისხდომა