ქუთაისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება. ქუთაისის მერი ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა. ოლიმპიადა სტარტს ქუთაისში მარტის თვეში აიღებს და 10 მაისამდე გასტანს. ” სპორტის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა, უნდა გამოვლინდეს გამარჯვებულები. ჩემპიონატში დაახლოებით 104 ჯგუფი მონაწილეობს. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დაახლოებას უწყობს ხელს”,- განაცხადა შოთა მურღულიამ. ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობაში ტარდება. მასში მონაწილეობას ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მიიღებს.
მარტი 2, 2015
ქუთაისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება