სიახლეები
მირზა გელოვანის ნეშტს 8 მაისს ქუთაისში ჩამოასვენებენ
3 მარტი, 2015
• ნიუპრესი • 19
71 წლის შემდეგ ქართველი პოეტის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ.
71 წლის შემდეგ, 27 წლის გმირის, ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ. 8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც კი სამხედრო გალდახინით თბილისში გადმოასვენებენ“ – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ გადაცემა “ჩვენი დილა”-ში განაცხადა.
ტყემალაძის თქმით, მირზა გელოვანის საფლავს 1979 წელს მიაკვლია, როდესაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა. „ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელარუსის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ”, – განცხადა ტყემალაძემ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს. გადმოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით იხილავს.
ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. დივიზია, რომელშიც მირზა გელოვანი იბრძოდა, ამ სოფელში გერმანელებთან შეტაკებისას თითქმის მთლიანად განადგურდა. ქართველი კაპიტანი სანიკის მცხოვრებლებმა მიწას მიაბარეს.
მირზა გელოვანის ნეშტს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.
წყარო: ipress.ge
თეგები:
დაკრძალვა • მირზა გელოვანი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალეს
27 აგვისტო, 2026
რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა და პოლიტიკა დატოვა
27 აგვისტო, 2026
რა არის მოდულური სკოლები და სად იგეგმება მათი მოწყობა
27 აგვისტო, 2026
ბაღდათში მოზარდის შესაძლო გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
27 აგვისტო, 2026