შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსეთში მწვანილის ექსპორტის დაწყებაზე შეთანხმება მიღწეულია

4 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 29

რუსეთში მწვანილის ექსპორტის დაწყებაზე შეთანხმება მიღწეულია

ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განუცხადა.

რუსეთში მწვანილის ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება ოფიციალურად მიღწეულია, ახლა დარჩენილია ტექნიკური საკითხები , – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილია რუსეთის ფედერაციიდან ფიტოსანიტარების ვიზიტი.
“უახლოეს დღეებში ველით რუსეთის ფედერაციიდან ფიტოსანიტარების ვიზიტს, რომლებმაც შესაბამისი პროცედურები უნდა გაატარონ, რაც აუცილებელია ფიტოსანიტარული კუთხით, ამ შემთხვევაში მწვანილის ექსპორტისთვის. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ უკვე მოიხსნება ყველა ის ბარიერი, რაც დღეს არსებობს”, – განაცხადა კერესელიძემ. ipn.ge

თეგები: ექსპორტიმწვანილინოდარ კერესელიძე