შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციას მართავენ

4 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 37

იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციას მართავენ

აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაკეთებული არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სოციალური სამართალიანობის დაცვის” წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობამ წინასაარჩევნოდ გაკეთებული არც ერთი დაპირება არ შეასრულა. იპოთეკით დაზარალებულთა განცხადებით, თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვენებს არ გაითვალისწინებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

იპოთეკური სესხებით დაზარალებულები მოგვიანებით ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც გეგმავენ.

თეგები: აქცია პარლამენტშიიპოთეკით დაზარალებულებისესხი