ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“საქართველო ლომბარდში ჩადებულ ქონებას გავს”-სულხან ქობულაძე

5 მარტი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 21

“საქართველო ლომბარდში ჩადებულ ქონებას გავს”-სულხან ქობულაძე

სულხან ქობულაძე ბანკებს “მევახშეული” პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ბანკებს ‘მევახშეული” პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბანკები არ გრძნობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლების ბრალია.

“მოსახლეობა, ბიზნესი, დღეს ღატაკდება ბანკების გაუმაძღარი, მევახშეული პოლიტიკის გამო, როდემდე? ხელისუფლებამ მოსახლეობა ბანკების პირისპირ დატოვა, უკვე წლებია ხელშეკრულებაში ძირითადად ბანკის ინტერესებია დაცული და არა მისი კლიენტების. ბანკს აქვს დღეს ყველანაირი ბერკეტი გააკოტროს მისი კლიენტი და ამის საშუალებას კანონი აძლევს, ეს ბერკეტი არა ერთხელ გამოუყენებია წინა წლებში და დღეს ვინაა დაზღვეული, რომ კიდევ არ გამოიყენებს? “, -აცხადებს ქობულაძე. ის ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, ბანკებს შეუძლიათ სოციალური აფეთქება ხელოვნურად შექნან. “დღეს, საქართველო ლომბარდში ჩადებულ ქონებას გავს”,-აღნიშნავს ქობულაძე.

თეგები: ბანკებიმევახშეებისულხან ქობლაძე