შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი

5 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 21

ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი

დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში -2, აღმოსავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

საქართველოში ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში იტყობინება, დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში -2, აღმოსავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დედაქალაქში სინოპტიკოსები ამაღამ -1 გრადუს ტემპერატურას პროგნოზირებენ.
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ქარი ჩადგება და ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი.
7 მარტს ტემპერატურა დასავალეთ საქართველოში 23 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე მოიმატებს.
8 მარტს დასავლეთში მცირე წვიმა, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

თეგები: ამინდიდასავლეთ საქართველოყინვა