ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის სპორტულ მუზეუმში ახალგაზრდა სპორტსმენები დააჯილდოვეს

5 მარტი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 49

ქუთაისის სპორტულ მუზეუმში ახალგაზრდა სპორტსმენები დააჯილდოვეს

აღნიშნულ ღონისძიებაში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

ქუთაისის სპორტულ მუზეუმში ახალგაზრდა სპორტსმენები “დახმარების საერთაშორისო” ფონდმა დააჯილდოვა. ახალგაზრდებს საჩუქრად სხვადასხვა საჭირო ნივთები და ატრიბუტები გადასცეს. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორმა “ნიუპრესთან” საუბარში განმარტა, რომ მსგავსი ღონისძიებები სისტემატიურად ჩატარდება და ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს ყოველთვის წაახალისებენ. “ფონდი მსგავს ღონისძებებს მრავალი წელია, რაც ახორციელებს და მომავალშიც ვგეგმავთ წავახალისოთ ჩვენი ახალგაზრდები და მათ მეტი სტიმული მივცეთ”,-განაცხადა “დახმარების საერთაშორისო ფონდის” დირექტორის მოადგილემ ნინო კვიკმინიამ. აღნიშნულ ღონისძიებაში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

თეგები: ახალგაზრდადაჯილდოებასპორცმენები