შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერმა 8 მარტი უხუცეს და შშმ ქალბატონებს მიულოცა

8 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 28

ქუთაისის მერმა 8 მარტი უხუცეს და შშმ ქალბატონებს მიულოცა

შოთა მურღულია 107 წლის ლიდა ლომთაძეს და სოფიო ბანძელაძეს ოჯახში ესტუმრა და მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ქალთა საერთაშორისო დღე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უხუცეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონებს მიულოცა.

შოთა მურღულია 107 წლის ლიდა ლომთაძეს და სოფიო ბანძელაძეს ოჯახში ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ასოციაცია ,,მოწყალების“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს. ქალაქის მერმა მათ საჩუქრებიც გადასცა. შშმ პირები აცოციაციაში, ქსოვენ, ქარგავენ და პერიოდულად გამოფენა-გაყიდვას აწყობენ. საქველმოქმედო აქციაში ჩართულობის მიზნით ქართულ-გერმანულმა ცენტრმა მათ საჩუქრად საქსოვი ძაფები გადასცა. ასოციაცია ,,მოწყალების“ შენობას პანდუსი გაუკეთდა, რომლის მოწყობა ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.

ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: 8 მარტიქალებიშოთა მურღულია