საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები”, -ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა
10 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 27
განკარგულების თანახმად, რიგგარეშე სხდომა 13 მარტს გაიმართება .
თეგები: გიორგი მარგველაშვილი • პარლამენტი • რიგგარეშე სხდომა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები