ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გედევან ფოფხაძე: “დებატები 21 მარტის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ემსახურება”

10 მარტი, 2015 • ნიუპრესი • 26

გედევან ფოფხაძე: “დებატები 21 მარტის წინ  პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ემსახურება”

გედევან ფოფხაძე რიგგარეშე სხდომის დანიშვნას “ნაციონალებისთვის” ანგარიშის გაწევად აფასებს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნით პრეზიდენტმა ნებით თუ უნებლიეთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს ანგარიში გაუწია. ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა.
გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური თემებით მანიპულირება და პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა არასწორია.
“ვფიქრობ, ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში დანიშნული რიგგარეშე სხდომა და დებატები ემსახურება არა პრობლემის გადაჭრის მიზანს, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტისთვის დანიშნული აქციის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
იგი 13 მარტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

თეგები: გედევან ფოფხაძეპარლამენტისხდომა